დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში“, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღეების შესახებ მოგვითხრობს, ოსკარზეა წარდგენილია ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი". ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ფილმები: "ბობი ვაინი: ხალხის პრეზიდენტი", "მარადიული მეხსიერება", "ოთხი ქალიშვილი" და "მოკალი ვეფხვი".
23 იანვარს "ოსკარის" სხვა ნომინანტებიც გამოაცხადეს. ყველაზე მეტ 12 ნომინაციაშია წარდგენილი ქრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოპენჰეიმერი". 10-ში იორგოს ლანტიმოსის ფილმი „უბედური ღარიბები“, 9-ში- მარტინ სკორსეზეს „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“. რემიების გადაცემა 10 მარტისთვის ლოს-ანჯელესშია დაგეგმილი.